The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ლებანიძე

გურამ ლებანიძე
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:12 სექტემბერი, 2021  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის განყოფილება.

იკვლევდა რომანულ ენებს, ასევე ლინგვისტიკისა და ენის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის უმნიშვნელოვანეს, აქტუალურ საკითხებს; მისი სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მოღვაწეობა ძირითადად უცხო ენათა ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული; მუშაობდა ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე; 2009 წელს ილიას უნივერსიტეტმა პროფესორს ემერიტუსის საპატიო წოდება მიანიჭა; 2017 წლიდან მულტიდისციპლინარული მკვლევარი, "კავკასიური სახლის" კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელთათვის კითხულობდა ლექციების სამ სპეციალურ კურსს: "სახარებისეული ტექსტი და თანამედროვე აზროვნება", "პედაგოგიკა და განათლების სისტემა", "არასწორხაზოვანი აზროვნება"; რამდენიმე ენაზე ჰქონდა გამოქვეყნებული ასობით სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი და მონოგრაფიები, მათ შორის: "დასავლეთი" (2000), "კულტუროლოგიის საფუძვლები" (2004), "კომუნიკაციური ლინგვისტიკა" (2005); 2020 წელს "კავკასიურმა სახლმა" გამოსცა გურამ ლებანიძის ფუნდამენტური გამოკვლევა 593-გვერდიანი წიგნი "რილკეს ელეგიები", რომელიც 2020 წელს ლიტერატურული კონკურსის "საბა"-ს ფინალში, კრიტიკის ნომინაციაში მონაწილეობდა. პროფესორი, ლინგვისტი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ანთროპოცენტრიზმი და კომუნიკაციური ლინგვისტიკა", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: პოეზიარი - ავტორთა წარმოჩენა: facebook.comსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.315

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: