Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა კოპალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 2005 წელს; 2009 წელს - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა თარგმანმცოდნეობის სპეციალობით; თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი (ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა). საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი (2005). 2012 წლიდან არის თსუ-ს მოწვეული მასწავლებელი; 2018 წლიდან - ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; სხვადასხვა დროს მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; თარგმნის ამერიკული და ინგლისური ლიტერატურის ნიმუშებს: მაია ენჯელოუ "ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი" (2017); ნათანიელ ჰოთორნი "ალისფერი დამღა" (2018); ტ. ს. ელიოტი "მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ" (2020); მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ნომინანტი და გამარჯვებული, მათ შორის: ახალგაზრდა მთარგმნელთა პრემია (2005), ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია (2008). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 193; სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი": spekali.tsu.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |