The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ქიძინიძე

ლევან ქიძინიძე
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კობალთა, შუახევის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1997 წელს.

1975-1978წწ. შუახევის რ-ნის უბნის კოლმეურნეობის წევრი; 1982-1987წწ. აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის კორესპონდენტი; 1987 წელს ნარაზენის სავაჭრო საცალო გაერთიანების დირექტორის მოადგილე; 1987-1988წწ. დარჩელის სავაჭრო გაერთიანების დირექტორის მოადგილე; 1988-1991წწ. მესტიის რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1991 წელს აჭარის კოოპკავშირის სარაინათაშორისო სამშენებლო მასალების ბაზის დირექტორის მოადგილე; 1991-1993წწ. მრავალდარგობრივი საწარმოო კომერციული ფირმა "მარსი 91"-ის პრეზიდენტი; 1993-1995წწ. აჭარკოოპკავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 1993-1995წწ. აჭარის არ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №82 შუახევის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 340

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1995-1999)

გააზიარე: