Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გურამ ძაგანია
Legal name: | ჯემალ ძაგანია |
Date of birth: | 1 January, 1941 (84 years) |
Category: | Scientist, Educator, Journalist |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სპეციალობით 1964 წელს; თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1976 წელს. 1966-1967წწ. მუშაობდა თბილისის 67-ე საშუალო სკოლაში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად; 1967 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფეხბურთის, ჩოგბურთისა და ხელბურთის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1992-2005წწ. პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 2005-2007წწ. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2013 წლიდან საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია; 1984 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. გამოქვეყნებული აქვს ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, ხუთი სახელმძღვანელო და ექვსი მონოგრაფია; მონაწილეა მრავალი კონფერენციისა და კონგრესების: საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე (თბილისი 25-28 ოქტომბერი 2018 წელი); 2001წ. საქართველოს ოლიმპიური აკადემიის პრორექტორი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1987 წელს, სადოქტორო დისერტაცია პედაგოგიკაში 1999 წელს, პროფესორი (1992).
წყარო: საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: sportuni.ge
Member of Organizations
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტი, წევრი (2018-)
- საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციია, ვიცე-პრეზიდენტი (2001-2003)
- საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმი, წევრი (1975-)
Awards and Honors
- 2023 - ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტულინის პრემია
- 2023 - სპორტის რაინდი
- 2016 - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მედალი
- 2016 - სპორტის რაინდი
- 2000 - ღირსების ორდენი
- 1998 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი
- 1984 - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (ხელბურთი)
- 1979 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (ხელბურთი)
Bibliography
- ყველაფერი ოლიმპიურ თამაშებზე (Author). - თბილისი, ყველაფერი ოლიმპიურ თამაშებზე, 2018. - 196გვ.. - ISBN: 9789941806162
- XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი "ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის" = XXII International Scientific Congress "Olympic Sport and Sport for All" = XXII международный научный конгресс "Олимпийский спорт и спорт для всех" : კონგრესის მასალები (Editor). - თბილისი, 2018. - 628გვ.. - ISBN: 9789941806179
- წესები სასკოლო ხელბურთისათვის = Handball at Schoo (Editor). - თბილისი, 2017. - 60გვ.
- ფიტნეს ინსტრუქტორის სახელმძღვანელო : ფიტნესის თეორია და მეთოდიკა : სახელმძღვანელო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნ-ტის სტუდენტებისათვის (Editor). - თბილისი, 2017. - 204 გვ.
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი : პრეზიდენტები (Author). - თბილისი, 2016. - 136გვ.. - ISBN: 9789941093487
- ქართული სპორტის მატიანე (Author). - თბილისი, 2012. - 199გვ.
- სპორტი : 1-6 კლასები : გზამკვლევი მასწავლებლებისთვის 2011-2016 წლების ეროვნ. სასწავლო გეგმის მიხედვით (Co-Author). - თბილისი, ეროვნ. სასწავლო გეგმების ბიბ-კა, 2011. - 116გვ.. - ISBN: 9789941036064
- გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის : მე-7-12 კლასები (Co-Author). - თბილისი, 2010. - 216გვ.. - ISBN: 9789941027277
- ფეხბურთი : სახელმძღვანელო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სტუდენტებისა და ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელებისათვის (Editor). - თბილისი, ქართული წიგნის სახლი, 2008. - 264გვ.. - ISBN: 9789994093687
- მძლეოსნობა ოლიმპიურ სარბიელზე = Athletics on Olympic aren (Author). - თბილისი, 2005. - 71გვ.
- ოლიმპიური თამაშები (Author). - თბილისი, გლობალ-პრინტი, 2003. - 240გვ.. - ISBN: 9992864664
- ხელბურთი (Author). - თბილისი, განათლება, 1993. - 180გვ.. - ISBN: 550501254X
- ფეხბურთი : მეთოდ. რეკომენდაციები (Editor). - თბილისი. - 118გვ.. - ISBN: 9789941098925
|