The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დეა პაპასკირი

დეა პაპასკირი
ოფიციალური სახელი:დიანა პაპასკირი
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (ქ. მოსკოვი) 2002 წელს, ამავე უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატურა სპეციალობაში "ქირურგია" 2005 წელს; რუსეთის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) ასპირანტურა 2010 წელს.

2003 წლიდან ეწევა სამედიცინო საქმიანობას: 2003-2009წწ. კლინიკა "Медана XXI Век" (ქ. მოსკოვი), თმის გადანერგვის სპეციალიზირებული განყოფილების ქირურგი; 2009-2018წწ. მრავალპროფილური ქირურგიული კლინიკა "МакаМед"-ის (ქ. მოსკოვი) თმის გადანერგვის სპეციალიზირებული განყოფილების წამყვანი ქირურგი; 2005-2013წწ. კლინკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლი"-ის  (ქ. თბილისი) ქირურგი; 2013-2018წწ. კლინკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლი"-ის წამყვანი პლასტიკური ქირურგი; 2018 წლიდან კლინიკა "დეამედი"-ის დამფუძნებელი, დირექტორი, წამყვანი პლასტიკური ქირურგი; 2020 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო პროგრამის ხელმძრვანელი სპეციალობაში "თმის აუტოტრანსპლანტაცია". მედიცინის დოქტორი (ქ. მოსკოვი, 2010). პლასტიკური ქირურგი, თმის ტრანსპანტოლოგი. მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია რუსულ და უცხოურ ენებზე.

სადისერტაციო თემა - "თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 2010 წელს.

წყარო: კლინიკა "დიამედი": deamed.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება (ISHRS, აშშ), მოქმედი წევრი
  • რუსეთის ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოება (RSHRS), პრეზიდენტი
  • საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოება "GSHR), პრეზიდენტი
  • საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება (GeoPRAS), წევრი

გააზიარე: