შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მიხაილოვი![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე მიხაილოვი საქართველოში ოდესიდან ჩამოვიდა. იგი მეცხრე კლასის მოსწავლე იყო, როცა ძმასთან ერთად სახლიდან გაიქცა და მოხეტიალე ცირკთან ერთად თბილისში მოხვდა. 1870 წლის ოქტომბერში თბილისში, სასახლის ქუჩაზე მან გახსნა პირველი რუსული საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ფოტოსახელოსნო. 1874 წელს ალექსანდრე მიხაილოვი გადასახლდა ქუთაისში, ცოლად შეირთო ნინო ჩირაძე, შეისწავლა ქართული ენა, შეიყვარა ქართული მუსიკა და ქართული სამზარეულო. 1878 წელს მან მელქო კაჩუხაშვილთან (1841–1922) ერთად, რომელიც ამ დროისათვის ქუთაისში ახალციხიდან გადმოვიდა, გახსნა ფოტოატელიე თბილისის ქუჩაზე. შემორჩენილი მრავალრიცხოვანი ფოტოსურათებიდან და ფოტოატელიეს სამუშაო ალბომებიდან ჩანს, რომ ისინი ძირითადად იღებდნენ პორტრეტებს, ოჯახებს, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს. 1882 წლის მაისში, ქუთაისში სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა ცნობილი მხატვარი მიხაი ზიჩი, რომელიც აგროვებდა მასალებს შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" ილუსტრაციებზე სამუშაოდ. ადგილობრივი ინტელიგენციის დახმარებითა და ხელშეწყობით მან განახორციელა ცოცხალი სურათები სცენებისა "ვეფხისტყაოსანიდან". ალექსანდრე მიხაილოვისა და მელქო კაჩუხაშვილის მიერ გადაღებული ამ დადგმების ფოტოსურათები გადარჩა, განსხვავებით თბილისური ცოცხალი სურათებისა. ალექსანდრე მიხაილოვი სიცოცხლის ბოლომდე – 1912 წლამდე თავის ცენტრალურ ფოტოატელიეში ვორონცოვის ქუჩაზე იღებდა სურათებს. ამის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ფოტოატელიე მის სახელს ატარებდა, თუმცა იქ უკვე სხვა ფოტოგრაფი – ნიკოლოზ საღარაძე მუშაობდა, რომელიც ალექსანდრე მიხაილოვის ნათესავი და მოწაფე იყო. წყარო: ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი: photomuseum.org.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |