Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ჩახუნაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1978 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატურა - 1980 წელს. 1980-1996წწ. – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ექიმი; 1996-2006წწ. – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1992-2002წწ. – თბილისის ბავშვთა N2 საავადმყოფოსთან არსებული სამედიცინო კოლეჯი, პედაგოგი თერაპიის პროფილით; 2002-2006წწ. – თბილისის სამედიცინო პედიატრიული ინსტიტუტი, თერაპიული კურსის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან – თბილისის ჯანმრთელობის ცენტრი, კონსულტანტი; 2009 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტ-დიპლომური განათლების პროფესორი; ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის მედიცინისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სპეციალური კლინიკური სამეცნიერო კვლევებისა პრეპარატ გა-40-ის შესახებ. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ათეროსკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის საკითხები კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული ანალიზის საფუძველზე", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.380; ქართული სამედიცინო ენტერნეტქსელი: medgeo.net Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |