შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯონი ტატუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყანჩავეთი, ახლანდ. ახალგორის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია - ისტორიკოსი (ბაკალავრი) 1997 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - დოქტორანტი; სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია - სამეთაურო საშტაბო კურსი (CGSC). 1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; 1997-2001წწ. იყო დაზვერვის სამმართველოს სასწავლო ცენტრის ოცმეთაური, შემდეგ ასმეთაური; 2001-2002წწ. სპეციალური დანიშნულების ძალების "კომანდოს" ბატალიონის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების სამსახურის უფროსი; 2003-2005წწ. სპეციალური დანიშნულების ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მმართველობის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ოფიცერი; 2005-2008წწ. I ქვეითი ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური, შემდეგ იმავე ბრიგადის მმართველობის შტაბის უფროსი; 2008-2015წწ. ეკავა სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსის, შემდეგ უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) შემადგენლობაში ავღანეთში სამხედრო წარმომადგენლობის უფროსი სამხედრო წარმომადგენლის, J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის თანამდებობები; 2015-2016წწ. მეთაურობდა V ქვეით ბრიგადას; 2016-2019წწ. იყო დასავლეთის სარდლის მოადგილე; 2019-2020წწ. დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი; 2020 წლის ივლისიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსი; მონაწილეობა აქვს მიღებული კონფლიქტში ცხინვალის რეგიონში (2004), რუსეთ-საქართველოს ომში (2008), ასევე საერთაშორისო მისიებში კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. დაჯილდოებულია უწყებრივი და სახელმწიფო ჯილდოებით მათ შორის ნატოს მედლით, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით. ქართველი ბრიგადის გენერალი (2020). წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |