The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა დადა ლაშხი

ლელა დადა ლაშხი
Legal name:ლელა ლაშხი
Date of birth:16 April, 1982  (43 years)
Category:Writer, Journalist, Filmmaker, Photographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო-ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დრამის სარეჟისოროს განხრით (გიზო ჟორდანიას სახელოსნო).

სამუშაო გამოცდილება: 2005-2006წწ. ჯო ბენსენის ფოტოგრაფიის სკოლა; 2007-2008წწ. მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორის ასისტენტი; 2009-2012წწ. შემოქმედებითი საღამოების ორგანიზატორი ლიტერატურულ კაფეებსა და კინო-თეატრებში, ასევე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში; ალ. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის თეატრის სპექტაკლის "შემოდგომის სონატა"-ს რეჟისორი (2010); საინფორმაციო სააგენტო "ინფო-9", რედაქტორი (2012); 2014 წელს მისი თანაავტორობითა და თანარეჟისორობით პარიზის Théâtre Antoine-ში დაიდგა სპექტაკლი "Cours, cours encore"; იყო მებაღე, პარიზის რენესანსის ნაციონალურ მუზეუმში (2016); 2016–2017წწ. მზარეული "Planete Sèsame Métisse"-ში; მზარეული "Mulko"-ში (2018); 2018-2021წწ. შეფმზარეული "Château Maubuisson"-ში; 2021 წლის მაისიდან პარიზის მერიის სამედიცინო რესტორაციის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორი.

ბავშვობიდან წერს, ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს; 2015 წელს, საქართველოში მისი პირველი რომანი - "გოგონა საცვლების გარეშე" გამოიცა, რასაც მალევე მოჰყვა მეორე და მესამე წიგნი; აქვეყნებდა სტატიებს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში, სხვადასხვა არხებზე. 2011 წლიდან ცხოვრობს პარიზში.

წყარო: ქართული კვირა: kartuli.kvira.gelelukalashkhi.weebly.com

Member of Organizations

  • პარიზის ჟურნალისტთა სახლი, წევრი (2013-)

Bibliography


Share: