The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჩხაიძე

ზურაბ ჩხაიძე
Date of birth:1959  (66 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა ყუბანის (კრასნოდარი) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმი-ქირურგის კვალიფიკაციით 1982 წელს.

1982-1983წწ. – ქ. პენზის საოლქო კლინიკური საავადმყოფო, ქირურგიის განყოფილება, ექიმი-ინტერნი; 1983-1986წწ. - პენზის ოლქის პოიმის რაი-საავადმყოფო, ქირურგიული განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი; 1987-1994წწ. - ქ. ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის N2 კათედრა, კლინიკური ორდინატორი, ასპირანტი; 1995-1996წწ. – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, წამყვანი სპეციალისტი; 1996-2003წწ. – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი, ქირურგიის განყოფილება, უფროსი ორდინატორი; 1997-2000წწ. – სამედიცინო ინსტიტუტი "VITA", ქირურგიის კათედრის გამგე; 2000-2004წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის ექსტრემალური მედიცინის კლინიკური დისციპლინების კათედრა, კათედრის გამგე, პროფესორი; 2003 წელს – USA army (21CSH US Army), Irak, ქირურგიული განყოფილება; 2004 წელს – Landshtul Regional Medical Centre (Germany) US army Hospital (გერმანია), ქირურგიული განყოფილება; 2004-2012წწ. – აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, ქირურგიული დეპარტამენტი, წამყვანი სპეციალისტი; 2005-2011წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის გადაუდებელი ქირურგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი (კათედრა), დეპარტამენტის (კათედრის) ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2012-2014წწ. – აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, კლინიკური დირექტორი; 2014 წლიდან – სამედიცინო ცენტრი "ვივამედი", ქირურგიული დეპარტამენტი, წამყვანი სპეციალისტი; 2006 წლიდან - ჟურნალ «Вестник эндокринологии» სარედაქციო საბჭოს წევრი; 2014 წლიდან - პოსტდიპლომური განათლების – სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელი. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Лечение дивертикулеза тонкой кишки", დაიცვა 1992 წელს (სანქტ-პეტერბურგი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭ-ქვეშა ბეტა უჯრედების ტრანსპლანტაციის გავლენა ნახშრიწყლოვანი ცვლის, ჰორმონალური პროფილის და იმუნური სისტემის აქტივობაზე აბდომინარული პათოლოგიებით და თანმხლები შაქრიანი დიაბეტით (II ტიპი) დაავადებულ ავადმყოფებში, ქირურგიული მკურნალობის დინამიკაში", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.383; სამედიცინო პორტალი: vipmed.ge

Member of Organizations

  • International Association of Hepato-Gastroenterology, წევრი (2008-)
  • ევროპის გადაუდებელ ქირურგთა ასოციაცია, საპჭოს წევრი (2009-)
  • ევროპის ქირურგთა კონგრესი, წევრი (2008-)
  • საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)
  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, წევრი (2000-)
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი (1999-)

Share: