The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუგული ჩხობაძე

გუგული ჩხობაძე
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს.

1990-1991წწ. - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი; 1991-1993წწ. - ქუთაისის ი. პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგი; 1992-1993წწ. ი. პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო ეკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1996-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის ქუთაისის ფილიალის დირექტორი; 1997-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი. ექიმი-პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს მიომების პარენქიმისა და სტრომის პროლიფერაციული აქტივობის მაჩვენებლები შვილოსნობის, კლიმაქსისა და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.384; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

ბიბლიოგრაფია

  • ტოპოგრაფიული ანატომია : სახელმძღვანელო (თანაავტორი). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2015. - 186გვ. . - ISBN: 9789941459641

გააზიარე: