The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ბაჯელიძე

მიხეილ ბაჯელიძე
Date of birth:6 March, 1960  (65 years)
Category:Sailor, Educator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა ქ. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი სპეციალობა შტურმანის სპეციალობით 1981 წელს.

მსახურობდა ქ. ფოთში საგუშაგო ხომალდ "დელფინის" საბრძოლო ნაწილის პირველ მეთაურად (27.09.1986-11.10.1986); 1992-1995წწ. მსახურობდა საქართველოს შინაგან ჯარში; 1989-1992წწ. სოფელ გვარას საშუალო სკოლის დაწყებითი სამხედრო მომზადების მასწავლებლად; 1995 წელს საქართველოს საზღვაო ძალების საზღვაო დივიზიონის შტურმანად; 1996-1997წწ. საქართველოს საზღვაო ძალების საპატრულო გემების დივიზიონის კატარღის მეთაურად; 1997-1998წწ. საქართველოს საზღვაო ძალების შერეული სამხედრო საზღვაო ბრიგადის საპატრულო კატარღის "გრიფი-104"-ის მეთაურად; 1998-1999 წწ. საქართველოს საზღვაო ძალების ხომალდ  "201"-ის მეთაურად; 1999-2000წწ. საქართველოს საზღვაო ძალების ცალკეული საზღვაო დივიზიონის დიდი საპატრულო კატარღა "202"-ის მეთაურად; საქართველოს საზღვაო ძალების სამხედრო-საზღვაო ბაზის საპატრულო ხომალდების დივიზიონის მეთაურად (2000); 2000-2001წწ. ეკავა საქართველოს საზღვაო ძალების საარტილერიო ხომალდების დივიზიონის მეთაურის თანამდებობა; 2001-2003წწ. საქართველოს საზღვაო ძალების საპატრულო კატარღების დივიზიონის მეთაურის თანამდებობა; საქართველოს საზღვაო ძალების სამხედრო საზღვაო ბრიგადის სანაპირო დაცვის საპატრულო სადარაჯო ხომალდების დივიზიონის მეთაურის თანამდებობა (2003); 2003-2004წწ. საქართველოს საზღვაო ძალების სამხედრო საზღვაო ბრიგადის შტაბის უფროსის თანამდებობა და ასრულებდა სამხედრო საზღვაო ბრიგადის მეთაურის მოვალეობას; 2004-2008წწ. საქართველოს საზღვაო ძალების ბათუმის სამხედრო საზღვაო ბაზის მეთაურის თანამდებობა; 2008-2009წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერთა მომზადების კურსების სპეციალიზაციის კურსის საბრძოლო შეიარაღების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა; თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამეთაურო საშტაბო კურსის ინსტრუქტორთა განყოფილების უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა (2009); 2010-2011წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის კოორდინირებისა და მონიტორინგის განყოფილების ლოგისტიკური მომზადების სწავლების უფროსი ოფიცრის თანამდებობა; 2011-2013წწ. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მართვის ცენტრში; 2013-2016წწ. გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის განვითარებისა და რესურსების დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 2016 წლიდან ბათუმის სახელმწუფო საზღვაო აკადემიის შინაგანაწესის, კონტროლის და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მ. ბაჯელიძის მეთაურობით ჩამოყვანილია ყველა მცურავი საშუალება, რომლებიც საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალებს საჩუქრად გადმოსცეს მეგობარმა ქვეყნებმა, კერძოდ: "ივერია", "მესტია", "ქუთაისი", "გურია" და "ატია". თადარიგის პირველი რანგის კაპიტანი.

Awards and Honors

  • მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" (I ხარისხი)
    საბრძოლო დამსახურებისთვის
  • მედალი "გენერალი კვინიტაძე"
  • მედალი "გენერალი მაზნიაშვილი"
  • მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" (II ხარისხი)
    საბრძოლო დამსახურებისთვის

Share: