The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფრიდონ დოჩია

ფრიდონ დოჩია
Date of birth:14 August, 1957
Date of death:24 September, 2021  (at 64 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს სოხუმში; ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები FOJO /კალმარი/, შვეცია 2008 წელს.

ცხოვრობდა გალის რაიონში; 1974 წლიდან იყო ზეინკალ-რემონტიორი - "საქსოფლტექნიკის" გალის რაიგანყოფილებში; 1996 წლიდან ქ. ფოთში სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ინსტიტუტში რექტორის თანაშემწე დაუსწრებელი სწავლების დარგში; 1993 წელს გაზეთ "ერთობას"  რედაქტორი; მუშაობდა გალის რაიონის სოფელ თაგილონის საშუალო სკოლაში პედაგოგად; 1987-1989წწ. გალის რაიონის განათლების განყოფილების განყოფილების მეთოდისტი; 1989-1993წწ. ამავე რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი; აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ (1993 წლის სექტემბერი) დევნილი გახდა და ჟურნალისტური მოღვაწეობა თბილისში განაგრძო; 1996-2004წწ. ის შპს "ალია ჰოლდინგში" მუშაობდა ჟურნალიტად; 2005-2006წწ. იყო გაზეთ "ასავალ-დასავალის" კორესპონდენტი; გაზეთ "პრეზიდენტის" რედაქტორი; 2007-2010წწ. მედიაჰოლდინგ "The Georgian Times"-ში მუშაობდა ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი – განყოფილების რედაქტორად, მთავარი რედაქტორის მოადგილედ, აღმასრულებელ რედაქტორად; www.geotimes.ge-ის რუსული გამოცემის რედაქტორი; 2010-2011წწ. მუშაობდა გაზეთ "ვერსიას" პასუხისმგებელ რედაქტორად და ჟურნალისტად; აზერბაიჯანული სააგენტო SALAMNEWS საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში; აზერბაიჯანული სააგენტო 1news.az, საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში; 2006 –2010წწ. "კავკაზსკაია პოლიტიკა"@ www.kavpolit.com  მედიაჰოლდინგი THE GEORGIAN TIMES ქართულენოვანი გაზეთ THE GEORGIAN TIMES-ის კორესპონდენტი, ინფორმაციის განყოფილების რედაქტორი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, აღმასრულებელი რედაქტორი. ქართული დემოკრატიული მედიის განვითარებისა და ჟურნალისტთა პროფესიული სოლიდარობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის დიპლომი.

წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.ge; გაზეთი "ახალი თაობა": akhalitaoba.ge

Member of Organizations

  • საქართველოს სამეფო კლუბი, დამსახურებული წევრი (2015-2021)
  • საქართველოს სამეფო კლუბი, წევრი (2004-2015)

Awards and Honors

  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
    ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

Share: