Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
საიდ მულიანი
Date of birth: | 25 September, 1974 (50 years) |
Category: | Historian, Scientist, Poet |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელ ჩუღრუთი (ირანის მარტყოფი), ფერეიდანი. ის 400 წლის წინ სპარსეთში გადასახლებული ქართველების შთამომავალია. მათი უმეტესობა ცხოვრობს ფერეიდუნშაჰრში (ფერეიდანი),რომელსაც ქართულ მარტყოფს ეძახიან; ასწავლიდა ისპაჰანის უნივერსიტეტის ფილიალებში, რომლებიც ფერეიდანშია და, სხვათა შორის, პირველი ფერეიდნელი იყო, ვინც მიიღო უმაღლესი განათლება ისტორიაში და ამ უნივერსიტეტებში დაიწყო სამსახური. პენსიაზე განგებ გავიდა ადრე, რომ რითაც გატაცებული არის, იმის კეთებით ისიამოვნოს, ანუ ქართველობას ემსახუროს; ქართულ-ირანული დედაენა საიდმა ძმასთან, კახასთან ერთად შეადგინა. ეს არის გოგებაშვილის "დედა ენის" ირანულად ადაპტირებული ვარიანტი; შემდგენლებმა ზოგან ისეთი სიტყვები და ფრაზები დაამატეს, რაც ირანში მცხოვრებისთვის უფრო გასაგები იქნებოდა, თან შეეცადნენ ტექსტები ისეთი ყოფილიყო, რომ მკითხველში პატრიოტული განწყობაც გაეღვიძებინა, მაგალითად, გააზრებულად არის ნახსენები აფხაზეთი, სამაჩაბლო; ეს წიგნი დიასპორის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა და რადგან მანამდე ამგვარი გამოცემა არ არსებობდა, ძალიან მალე გაიყიდა. ვინაიდან ქართული ენის შესწავლის მოთხოვნილება და სურვილი ასეთი დიდი იყო, 2000 წელს საიდ მულიანმა თანამოაზრეებთან ერთად გახსნა საზაფხულო ქართული სკოლა, რომელმაც დაახლოებით 4 წელი იარსება და რიგი მიზეზების გამო, დაიხურა; რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საზაფხულო სკოლა ისევ გაიხსნა. ქართული სკოლები ჯერჯერობით მხოლოდ მარტყოფსა და ისპაჰანშია; რამდენიმე წლის განმავლობაში საზაფხულო სკოლაში 300–მდე კაცმა ისწავლა ქართული; გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი. იგი ავტორია ნაშრომისა "ქართველთა როლი ირანის ისტორიაში, კულტურასა და ცივილიზაციაში", რომელიც ისპაჰანის უნივერსიტეტში წლის წიგნად აღიარეს; საიდი საქართველოში წელიწადში 4–5 ჯერ ჩამოდის; ცდილობს, 26 მაისს ყოველთვის აქ იყოს. საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვევით ქართულს ასწავლის ირანელებს, მათ შორის - ფერეიდნელებსაც; თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან; რეგულარულად გამოდის კონფერენციებზე, ეწევა სამეცნიერო მუშაობას; 2011 წელს გახდა სატელევიზიო გადაცემა "იმედის გმირის" ერთ–ერთი გამარჯვებული; წერს ლექსებს ქართულად; ქართული წარმომავლობის ირანელი ისტორიკოსი და ქართველოლოგი.
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა": kvirispalitra.ge
Bibliography
|