შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუიზა ბეჭვაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ფალონი, ხობის რაიონი. პროფესიით კვების ტექნოლოგი, მოწოდენით ხელოვანი. ის 50 წლის ასაკიდან ქარგავს, უმუშევრობის გამო შეივსო სულიერი სამყარო ამ არაჩვეულებრივი უნარის აღმოჩენით; შექმნილი აქვს საგამოფენო კოლექცია; 2005 წელს მოეწყო გამოფენა წყალტუბოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში სადაც მიიღო სიგელი "გამოფენაში მონაწილეობისთვის და საუკეთესო ნამუშევრების წარდგენისათვის"; 2007 წლიდან 12 წლიან ემიგრაციაში იმყოფებოდა, სადაც დაიწყო ლექსებისა და ჩანახატების წერა; არის 2 წიგნის ავტორი; ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ ბეჭვაიამ 2021 წელს ვარციხეში, საკუთარ სახლში დააფუძნა ხელოვნების სახლი "ლუის პარნასი", სადაც იმართება ლიტერატურული საღამოები, თავს იყრის ქალაქის ხელოვანი და სხვა სფეროს წარმომადგენლები. კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს "პერსონა 2021" -ის წოდება. წყარო: პერსონა: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |