Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშა გახარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელ მუხური, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1972 წელს. დაიბადა რეპრესირებულთა ოჯახში; ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა 1966 წელს პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთ "ნაპერწკალში", "ახალგაზრდა კომუნისტში"; იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომინისტისა" და "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივანი, განყოფილების გამგე, პრეზიდენტის მრჩეველი; 70-90-იან წლების ქართულ პრესაში ეკავა სხვადასხვა პრესტიჟული თანამდებობა; ლექსების პირველი კრებული კი გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 2003 წელს გამოსცა - "მუზის პაუზა", მომდევნო კრებული პოეტის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა - "99 და ერთი"; დაწესდა მისი სახელობის დღესასწაული მის მშობლიურ სოფელში და მის სახლში პოეტის მუზეუმი გაიხსნა; გარდაცვალების შემდგომ კიდევ გამოვიდა ახალი კრებული - "პოეტი მაინც... ერთი ლექსია"; მან 35 წელი შეალია ქართულ პრესას და ყველაზე ახალგაზრდას 35 წლისას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება; სიცოცხლის ბოლო პერიოდი ნაყოფიერი გამოდგა პოეტის შემოქმედებაში; პოეტის გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს გამოვიდა მისი მეგრული ლექსების კრებული "ირიათონი" (2005), "100 ლექსი" (2006), "ჭარაშიგეშა" (2013). მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ "ოქროს ფრთის" პრემია გარდაცვალების შემდგომ. მის სახელს ატარებს მუხურის ასწლოვანი საშუალო სკოლა. წყარო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტთა ბლოგი: "სტუდინფოკსუ": studinfociu.home.blog Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |