შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1953 წელს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; იბრძოდა უკრაინის მეორე ფრონტზე; ქ. მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში გავლილი ქონდა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების (1956, 1975) ციკლი, ბავშვთა პტიზიატრის სპეციალობით და 48 წელი ემსახურა ამ საქმეს; სამუშაო გამოცდილება: 1956-1966წწ. იყო კოჯრისა და ბეთანიის ბავშვთა სახლების ექიმი; 1966-1984წწ. დაბა კოჯრის ძვალ-სახსრის ტუბერკულიოზის სკოლა-სანატორიუმ "ალიონი"-ს მთავარი ექიმი; 1984-1988წწ. კოჯრის ბავშვთა სანატორიუმების ("ალიონი", "გაზაფხული", "განთიადი" და "დილა") გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1988-2000წწ. სანატორიუმ "ალიონის" ხელმძღვანელი; საქართველოსა და კავკასიაში მას, ასევე იცნობდნენ, როგორც პროფესიონალ მონადირესა და მოგზაურს; შემოვლილი ჰქონდა ყაბარდოს, ბალყარეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ოსეთის, დაღესტნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სანადირო სავარგულები. ბიძინა კიკნაძემ, შვილთან (გ. კიკნაძე) თანაავტორობით, თავისი მდიდარი მონადირული თავგადასავალი 2002 წელს გამოაქვეყნა წიგნში: "ნადირობის ტრფიალი". აღზრდილი ყავს ექიმ-პტიზიატრთა არაერთი თაობა. ბავშვთა პტიზიატრი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |