The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იზა ჭუჭულაშვილი

იზა ჭუჭულაშვილი
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1942
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 1992  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს, 1965 წელს - თსუ ასპირანტურა გენეტიკის განხრით.

1964 წელს გაიარა სტაჟირება ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრაზე; 1966 წლიდან იყო თსუ გენეტიკის კათედრის ასისტენტი; 1972 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; 1990 წელს აირჩიეს გენეტიკის კათედრის პროფესორად, 1991 წელს კი მიენიჭა პროფესორის წოდება. ი. ჭუჭულაშვილმა მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პედაგოგიურ საქმიანობას - კითხულობდა ზოგადი ბიოლოგიის, გენეტიკისა და ბიოევოლუციის სალექციო კურსებს ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე; თსუ გენეტიკის კათედრაზე მან ჩამოაყალიბა საფუარის გენეტიკის ლაბორატორია და საფუძველი ჩაუყარა საქართველოში გავრცელებული ღვინის საფუარის ადგილობრივი ფორმების კერძო გენეტიკის საკითხების კვლევას; მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 5 სადისერტაციო ნაშრომი; არის 4 სახელმძღვანელოს, 80-ზე მეტი სამეცნიერო, მეთოდური და პოპულარული ნაშრომის, ქართული ენციკლოპედიისათვის დაწერილი სტატიების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოში გამოყოფილი ჰომოთალური საფუვრების გენეტიკური შესწავლა", დაიცვა 1971 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: