The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ჭოველიძე

შალვა ჭოველიძე
Date of birth:1959  (67 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983-1985წწ. - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიური ცენტრი, კლინიკური ორდინატორი; 1985-1988წწ. - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიურ ცენტრი, კლინიკური ასპირანტურა; 1988-1994წწ. - საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994- 1998წწ. - ქ. პარიზის პიერ და მარი კიურის სამედიცინო ფაკულტეტი, ტენონის საავადმყოფოს უროლოგიურ-ანდროლოგიური განყოფილება, კლინიკური რეზიდენტი და სამეცნიერო კლინიკური ასისტენტი (საფრანგეთი); 1998- 2006წწ. - ქ. სანსის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფო, უროლოგიური განყოფილების ორდინატორი (საფრანგეთი); 2006 წლიდან - თბილისის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უროლოგიური მიმართულების პროფესორი; 2007 წლიდან - შეთავსებით, შპს"ინტერკლინიკის" კონსულტანტი-უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი; 2012 წელს - შპს "რეპროარტი", კონსულტანტი ანდროლოგი; 2012-2017წწ. - შპს რესპუბლიკური საავამყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიური სექტორი, სექტორის ხელმძღვანელი; 2011 წლიდან - მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 2015 წლიდან - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, სრული პროფესორი. ექიმი-უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორმხრივი ვარიკოცელე და მამაკაცის უნაყოფობა", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.389; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი: seu.edu.geქართული სამედიცინო პორტალი, ვიდალი: vidal.ge


Share: