Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კიმ ყარალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხარკოვი, უკრაინის სსრ. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი ტექნიკოს-გემთწამყვანის სპეციალობით 1960 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის ფლოტის საექსპლუატაციო ფაკულტეტი 1975 წელს. ზღვაში საქმიანობა იმდროინდელი ქ. ჟდანოვის (ახლანდ. მარიუოპოლი) აზოვის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო, თავდაპირველად მატროსად, მოგვიანებით კი იქვე გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტნის ჯერ მეოთხე შემდეგ კი მესამე რანგის თანაშემწე; 1962 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შტურმანად და კაპიტნად საქმიანობა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პორტფლოტის გემებზე განაგრძო; 1978 წლიდან კაპიტნის პირველ თანაშემწედ საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო; 1982 წლიდან იგი საქმიანობას ნაპირზე, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საექსპლუატაციო სამსახურის ინჟინერ-დისპეტჩერად განაგრძობს; 1984-1999 წწ. სანაოსნოს ადმინისტრაციაში საკონტროლო-სარევიზიო განყოფილების უფროსის საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა; 1999 წლიდან კ. ყარალაშვილი კაპიტან-კოორდინატორად საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრში საქმიანობდა. ინჟინერ-გემთწამყვანი, კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |