The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჟანა ციხისთავი

ჟანა ციხისთავი
Date of birth:14 February, 1943  (82 years)
Category:Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტისა (1999–2006) და უახლესი პედაგოგიური ტექნოლოგიებისა და ინოვაციათა დანერგვის ექსპერტად; საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს "ილია ჭავჭავაძის" პროექტის დამსახურებულ პედაგოგ-ტრენერად (2000–2009), 24 წლის (1980–2004) განმავლობაში იყო რუსული ენისა და ლიტერატურის მთავარი სპეციალისტი თბილისის ვაკის რაიონში; პედაგოგად იმუშავა კომაროვის სახელობის მათემატიკურ სკოლა-ინტერნატში (1970–1971), თბილისის N126-ე საშუალო სკოლაში (1971–1972), თბილისის N55-ე საშუალო სკოლასა (1972–2005) და "ევროპულ სკოლაში" (2007–2010). 2000-იანი წლებიდან აქტიური სწავლა-სწავლების მეთოდის დასანერგად დაიწყო ტრენინგების ჩატარება საქართველოში ისეთ თემებზე, როგორიცაა: "ადამიანის უფლებების სწავლება", "აქტიური სწავლების მეთოდები", "ტოლერანტობის სწავლება", "ოჯახური ძალადობა", "შესავალი სემინარი ეკონომიკაში საშუალო სკოლის პედაგოგებისათვის", "კონფლიქტების ტრანსფორმაცია - სასკოლო  კონფლიქტები" და სხვა; მიღებული აქვს მონაწილება სხვადასხვა სამეცნიერო სიმპოზიუმსა და სემინარში; გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სტატიები: "შემოქმედებისა და აღმოჩენების გაკვეთილები სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით" (2004), "ბავშვი - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი" (2001), "ადამიანის უფლებების სწავლება ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით" (2000), "ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია"– პროგრამა (2000), "რუსული ენის ინტეგრირება სხვადასხვა საგანში" (1999), "ლიტერატურის როლი რუსული ენის სწავლებაში" (1998), "რუსული სიტყვა" (1998), "ჩემი თბილისი" (1995),  "რუსული სიტყვა" (1995). თბილისის სხვადასხვა სკოლაში 45-წლიანი მუშაობის სტაჟით, პედაგოგიური გამოცდილება ახალგაზრდა პედაგოგებსა და დამწყებ კოლეგებს გაუზიარა ბოლო 15 წლის მანძილზე, პედაგოგ-ტრენერად მუშაობის დროს. 

Awards and Honors

  • 1981 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
    საუკეთესო პედაგოგიური მოღვაწეობისთვის

Bibliography


Share: