Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იასე ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ფოთის ვაჟთა გიმნაზია 1921 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ისტორიის განხრით 1926 წელს. 1925-1939წწ. მუშაობდა საქართველოს ცენტრალური არქივის ძველი საბუთების განყოფილებაში; 1929 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნიოვერსიტეტში იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას ასასტენტად; 1933 წლიდან დოცენტად; 1947-1950წწ. იყო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 1950-1975წწ. პროფესორი; 1935-1947წწ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის კურსს, განაგებდა სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის კათედრას; ის პარალელურად კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში; 1950-1956წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; მისი სამეცნიერო მუშაობა ძირითადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კვლევას ეძღვნებოდა; მან ქართულ ენაზე პირველმა შექმნა საკითხავი წიგნები და დამხმარე სახელმძღვანელოები, ძველი რუსეთის ისტორიის საკვანძო საკითხებზე. ავტორია მონოგრაფიებისა საქართველოს ისტორიის კარდინალურ საკითხებზე. არჩეულ იყო ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტეტების ორჯონიკიძის სახელობის რაიონული საბჭოს დეპუტატად; დაჯილდოებულია მედლებითა და სიგელებით. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: იასე ცინცაძე: ცხოვრება და მოღვაწეობა / ვ. მაჭარაძე, ე. კოპალიანი. -თბ. 1998.- 34გვ; იასე ცინცაძე : ისტორიკოსი. 1903-1975. ნეკროლოგი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - თბ., 1975. - N2. - გვ.192 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |