The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზური კახიძე

ზური კახიძე
Legal name:ზურაბ კახიძე
Date of birth:27 February, 1941
Date of death:2009  (at 67 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხუტუნეთი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი გემთწამყვანის სპეციალობით 1964 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1984 წელს.

ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ, საზღვაო პრაქტიკა სახელგანთქმულ ატომურ ყინულმჭრელ - «ЛЕНИН»-ზე გაიარა; ამ გემით მოხვდა იგი მურმანსკიდან შორეულ ვლადივოსტოკში და ზღვაში პროფესიული საქმიანობა შორეული აღმოსავლეთის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; 1964-1967 წწ. ამ სანაოსნოს გემებზე - «КОМСОМОЛЬСК» (1964), «ДИОМИД», «СОВЕРШЕННЫЙ» (1965), «АЗИЯ»-სა და «АБАКАН» (1967)-ზე გაიარა ზურაბ კახიძემ გზა მატროსობიდან კაპიტნის მეორე თანაშემწეობამდე; 1967 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოში ახლად დაარსებული საზღვაო სანაოსნოს სათავეებთან დადგა; კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა ჩვენი სანაოსნოს ტანკერებზე - «КИРОВ» (1968), «ПОТИ» (1969) და «ЭВЕНСК» (1969)-ზე; 1969-1972 წწ. ახალ ტანკერზე - «НИКОЛОЗ БАРАТАШВИЛИ» ჯერ მეორე (1969), შემდეგ კი კაპიტნის უფროს თანაშემწედ (1970) დაინიშნა; მომდევნო 1973-1978 წწ. იგი კაპიტნის უფროსი თანაშემწეა ტანკერებზე- «МАШТАГИ» (1973), «ИЗЯСЛАВ» (1974), «КАРЕЛИ» (1975) და «АКТАШ» (1975-1977); 1978 წელს იგი მადანმზიდ «ГЕОРГИЙ ЛЕОНИДЗЕ»-ს კაპიტნის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა; 1979-1981 წწ. მისი მეთაურობით ტანკერმა «АХАЛЦИХЕ»-მ არაერთი რთული და ხანგრძლივი "თაიმ-ჩართერი" შეასრულა კუნძულ კუბაზე; 1982 წელს უკვე გამოცდილი კაპიტანი  ტანკერ - «СУХУМИ» -ს მეთაურობას იბარებს და 1987 წლამდე ამ გემის კაპიტანია; 1987 წელს მან ხორვატეთში, სპლიტის გემთსაშენ ვერფზე საქარველოს საზღვაო სანაოსნოს ახალი საოკეანო ხომალდი, ტანკერი «ილია ჭავჭავაძე» მიიღო, რომლის კაპიტანი 1992 წლამდე იყო; მომდევნო წლებში მას არაერთი ერთობლივი და უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზეც მოუწია საქმიანობა: 1993-1995 წწ. - «KOBULETI» და «GONIO», სანაოსნო კომპანია - «Adjar Shipping Co»: 1997-1999 წწ. - «ANDREA» და «DANILA»; სანაოსნო კომპანა -«Anglo-Georgian Shipping Co»: 2000-2002 წწ. - «CHAVCHAVADZE» და «NATA»; საქართველოს საოკეანო სანაოსნო კომპანია: 2003-2004 წწ. – «PAUL GILMORE» და «ACRONEOS»; სანაოსნო კომპანია - «Allseas Marine s.a»; 2007-2008 წწ. იყო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მორიგე კაპიტანი. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: