The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როინ ყავრელიშვილი

როინ ყავრელიშვილი
Date of birth:23 October, 1969  (54 years)
Category:Historian, Scientist, Translator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი 1995 წელს; 1997-2002 წლებში აკ. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მაძიებელი.

2002-2005წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის დირექტორის მოადგილე, 2005-2007წწ. დირექტორი; 2007 -2012წწ. ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - კოლეჯის რექტორი; 2012–2018წწ. არტაანის უნივერსიტეტში ხელძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ქართული ენის და ლიტერატურის განყოფილებას; იკვლევს ქართულ–თურქულ, რუსულ-თურქულ ურთიერთობებს და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში კავკასიის საკითხებს; 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მათ შორის 5 წიგნი, აქედან 4 თანაავტორობით), 7 სამეცნიერო მონოგრაფიის და კრებულის მთარგმნელი ქართულიდან თურქულ და თურქულიდან ქართულ ენებზე. არის 7 საერთაშორისო  სამეცნიერო იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, აქედან ორის რედაქტორის მოადგილე; 60-ზე მეტი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიანტი; ერთი ადგილობრივი და სამი საერთაშორისო კვლევითი პროექტის მონაწილე; მშობლიური ენის გარდა ფლობს თურქულ, რუსულ, სომხურ და გერმანულ ენებს; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო და თურქეთის რესპუბლიკის ყარსის კავკასიის და არტაანის უნივერსიტეტების პროფესორი, თურქეთმცოდნე.

სადისერტაციო თემა - "1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის თურქული ისტორიოგრაფია".

Bibliography


Share: