The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცოტნე ალბუთაშვილი

ცოტნე ალბუთაშვილი
დაბადების თარიღი:1950  (75 წლის)
კატეგორია:პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაბანო, თიანეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს, ხოლო 1978 წელს საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.

მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში; წერდა ნარკვევებსა და პუბლიცისტურ წერილებს, არის მრავალი რადიო და სატელევიზიო გადაცემისა და დოკუმენტური ფილმების სცენარის ავტორი. 1979 წელს გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტთან არსებული პრესის მასობრივი ინფორმაციის სოციოლოგიური კვლევის მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში; იყო ჟურნალ "ეკონომისტის" სამეცნიერო რედაქტორი. 1992 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის  აპარატის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი, 1997 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის რეფერენტი. 1980-იან წლებში ცოტნე ალბუთაშვილის თაოსნობით მოეწყო ჟურნალისტური, საცხენოსნო  ექსპედიციები თეიმურაზ II და ვახტანგ VI უკვდავსაყოფად, რომელიც დაიწყო თბილისში და დამთავრდა ასტრახანში; "კავკასიონი", რომელიც აფხაზეთში მზიმთას ხეობიდან დაიწყო და თუშეთამდე-ომალომდე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უღელტეხილთან დასრულდა; მესამე ექსპედიცია იყო "დავით აღმაშენებლის ნაკვალევზე". ამ ექსპედიციებს ცოტნე ალბუთაშვილმა მიუძღვნა ნარკვევების ციკლი: "უნაგირზე დაწერილი რეპორტაჟები" და "გზანი გოდოლთანი." 1987 წელს დაინიშნა ჟურნალ "საქართველოს ბუნების" მთავარ რედაქტორად. 1987 წელს ჩამოაყალიბა საქველმოქმედო, გარემოს დაცვითი ალტერნატიული ორგანიზაცია "ბექთარი", რომლის ბაზაზე შეიქმნა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საქართველოს ბიურო. 1991-1992 წლებში ცოტნე ალბუთაშვილმა გერმანელ ეთნოგრაფ, დოქტორ ჰელგა კოტოფთან ერთად შეისწავლა ფშავური სამგლოვიარო პოეზია "ხმით ნატირალი", რომელიც ქართულ-გერმანული პწკარედული თარგმნით, გამოკვლევის სახით ორ ნაწილად გამოიცა გერმანიაში.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.701; 1tv.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემია "ფაზისი", წევრი
  • ვაჟა-ფშაველას საზოგადოება, გამგეობის წევრი
  • მწერალთა კავშირის სალიტერატურო ალმანახი "პირიმზე", მრჩეველთა საბჭოს კონსულტანტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: