Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინე აბესაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განყოფილება, სპეციალობა – ხელოვნების ისტორიკოსი, 1972 წელს. 2006 წლიდან არის შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების პროფესორი; კითხულობს ლექციებს ხელოვნების თეორიასა და XIX-XX საუკუნეების ქართული ხელოვნების ისტორიაში; 2009-2011წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ფერწერის განვითარება 1914-1921 წწ. შალვა ქიქოძის შემოქმედების მაგალითზე", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეროვნული კულტურის ფაქტორი "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" მოღვაწეობაში, 1916-1932 წწ.", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.398; შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: tafu.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |