Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ანთელავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1957-1975წწ. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე; 1976-1979წწ. იყო სოხუმის N1 სკოლა-ინტერნატის დირექტორი. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს მუშაობას, იყო ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1989 წლიდან, 17 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტს; ამავე დროს იყო მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე, იკვლევდა ჩრდილოეთ კავკასიის XIX-XX საუკუნეების ისტორიას, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბოლშევიკების ბრძოლა პოლიტიკური ხელისუფლებისათვის რუსეთში (1905-1922)", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.400; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა: elibrary.sou.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |