შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გალაევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნოვოსიბირსკი, რუსეთის ფედერაცია. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლი 1968 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1980 წელს. საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, განაწილებით საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «Майкоп»-ზე მოხვდა; მომდევნო წლებში, კაპიტნის მესამე თანაშემწის რანგში ტანკერ «Анапа»-ზე (1972), მეორე თანაშემწედ კი ტანკერ «Чкалов»-ზე (1973) ცურავდა; 1976 წელს, კაპიტნის მეორე თანაშემწის რანგში, ქერჩის გემთსაშენ ქარხანაში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ახალი ტანკერი «Василий Киквидзе»; ამ გემზე გახდა იგი კაპიტნის უფროსი თანაშემწე, მოგვიანებით კი, როგორც კაპიტანმა მისი მეთაურობაც ჩაიბარა; 1983 წელს ტანკერ "Анаклия»-ს კაპიტნად დაინიშნა; მომდევნო წლებში კაპიტნად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ხომალდებზე - «Зугдиди» (1984), «Василий Киквидзе» (1985), «Генерал Багратион» (1985), «Юсуп Кобаладзе» (1986,1993), «Большевик Камо» (1987), «Генерал Мерквиладзе» (1988,1991), «Нодар Думбадзе» (1989), «Давид Агмашенебели» (1994) და «Пятидесятилетие Советской Грузии» (1995). 1995 წლიდან კაპიტანი ვლადიმერ გალაევი მუდმივ საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა და საქმიანობა უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზე გააგრძელა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |