შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1977-2006წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში; 2004-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ვანის (1973-2010), კოლხეთის (1977-1980), კაზრეთის (1975), ნასტაკისის (1981-1982), ყულევის (2000-2001), გურიის (2001), ვალეს (2003), წალკის (2003) არქეოლოგიურ ექსპედიციებში; 2009-2013წწ. იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ქვემიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით მზადდება სამაგისტრო ნაშრომები და სადოქტორო დისერტაციები. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მიღებული აქვს ფოლკსვაგენის სამეცნიერო სტიპენდია ბერლინში (1997-1998); გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტიპენდია ათენში (2001); საფრანგეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტიპენდია ათენში (2001). სხვადასხვა დროს მონაწილეობდა: შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიის პრობლემებისადმი მიძღვნილ ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმებში VI, VII, X, XI (1990-2005); საერთაშორისო სამეცნიერო სესიაში: "კავკასიის არქეოლოგია: უახლესი აღმოჩენები და პერსპექტივები"; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: "არქეოლოგია XXI საუკუნეში: მემკვიდრეობა და პერსპექტივები"; 1st International Silk Road Symposium (June 25-27, 2003, Tbilisi-Georgia); The International Round-Table Conference Production and Trade of Amphorae in the Black Sea, Batumi-Trabzon. არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტისა და "ღია საზოგადოება – საქართველოს" გრანტის მფლობელი თემაზე: "ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რენოვაცია" (პროექტის ავტორი და დირექტორი, 1998); 2012-2014წწ. ხელმძღვანელობდა პროექტს "განძი ვანის ნაქალაქარიდან". სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოლხეთის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები ძვ.წ. V-II სს-ში", დაიცვა 2005 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.401; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |