შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არმაზ შამანაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი მანქანათმშენებელი მრეწველობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით 1979 წელს. 1979-1983წწ. გორკის ავტოქარხნის ამწყობი უბნის ოსტატი, ცვლის უფროსი; 1983-1985წწ. ქარხანა "ეგტ" კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1985-1989წწ. საქართველოს კპ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე; 1989-1991წწ. თბილისის ორჯონიკიძის რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი-ექსპერტი (1991); 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს კონცერნ "ელექტროტექმრეწვის" უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რ-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში; 1995-1999წწ. მცხეთის რაიონის გამგებელი; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №27 მცხეთის საარჩევნო ოლქიდან; 2002-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.353; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.298 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |