Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ირაკლი სურგულაძე
Date of birth: | 23 April, 1936 |
Date of death: | 7 September, 2003 (at 67 years) |
Category: | Ethnologist, Scientist, Translator |
Biography
დაბადების ადგილი ქ. თბილისი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თსუ ეთნოგრაფიის კათედრაზე; კითხულობდა ლექციებს ქართველთა სარწმუნოების ისტორიის შესახებ, პერიოდულად თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში; მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში საქრთველოს ეთნოგრაფიის განყოფილებაში; 1981 წლიდან ისტორიისა და ეთნოლოოგის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში; ხელმძღვნელობდა განყოფილების თეორიულ სემინარს, შემდეგ კი განყოფილებას; იყო ჟინვალის, კახეთის, ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის ეთნოგრაფიული ექსპედიციების ხელმძღვანელი; წლების მანძილზე თანამშრომლობდა ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის რედაქციასთან; იყო ისტორიის რედაქციასთან არსებული ეთნოგრაფიის, სამეცნიერო საბჭოს კონსულტანტი, შემდეგ კი თავმჯდომარე; მისი კვლევის ძირითადი სფეროებია ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, მითოსი, რიტუალი, უძველესი რელიგიური რწმენა-წარმოდგენები; ი. სურგულაძე არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სამი მონოგრაფიის, ავტორი; მისი შრომები იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებში. არის მრავალი საენციკლოპედიო სტატიის ავტორი ქართულ ენციკლოპედიაში, ბულგარეთის ენციკლოპედიაში და მსოფლიოს ხალხთა მითების ენციკლოპედიაში; არის მხატვრული თარგმანების ავტორი, მის მიერ თარგმნილია თომას მანის ნაწარმოებები (ზ. ჩხენკელთან, ნ. გოგოლაშვილთან ერთად), ალექსანდრე კუპრინის მოთხრობები, ბორის პასტერნაკის, იოსიფ ბროდსკის ლექსები. იყო საკანდიდატო და სადქოტორო ნაშრომების ხელმძღვანელი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა", დაიცვა 1993 წელს.
Bibliography
- ტყავის სიმბოლიკა და ტყაოსნის მითოლოგემა ქართულ მითოსში, თბ. 2010 (Author). - თბილისი, საქ. ეთნოგრ. მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, 2010. - 50გვ.. - ISBN: 9789941028779
- ნადირობის თემა ქართულ მითორელიგიურ სისტემაში (Author) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, კრ.26. - თბილისი, 2004. - გვ.104-110
- მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2003. - 336გვ.
- მატერიალური და სულიერი წარმართობასა და ქრისტიანობაში (წინაწამძღვრების რიტუალი) (Author) // ქუთაისური საუბრები - VII : სიმპოზიუმის მასალები / ქუთაისის სახ. უნ-ტის დიალექტ. სამეცნ.-კვლევ. ინ-ტი.. - ქუთაისი, 2000. - გვ.110-112
- ერთი საქორწილო წესის მითოსური და სოციალური ბუნებისათვის : "მეფის განადირების" ანალიზის ცდა (Author) // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, N1 . - თბილისი, 1989. - გვ.30-47
- სივრცობრივი ასპექტები ქართველთა რელიგიურ და მითოსურ წარმოდგენებში (Author) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ.23. - თბილისი, 1987. - გვ.133-159
- ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა (Author). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 208გვ.
- ზოომორფული სიმბოლიკის შესწავლისათვის : ირემი-ლომი, ცხოველთა გამოსახულებანი ქართულ ხალხურ სახვით ხელოვნებაში (Author) // შრომები / თბილისის უნივერსიტეტი ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, ტ. 243. - თბილისი, 1983. - გვ.121-138
- Святой Георгий в грузинских религиозных верованиях : Доклад : IV Междунар. симпоз. по груз. искусству (Author). - Тбилиси, Мецниереба, 1983
- არქაული ელემენტები ქართულ ხალხურ დღესასწაულებში (Author) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ.21. - თბილისი, 1981. - გვ.108-120
- ქართველთა აგრარული რწმენა-წარმოდგენების ისტორიიდან : მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებები (Author) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ.19. - თბილისი, 1978. - გვ.75-93
- ანთროპომორფული გამოსახულებანი ქართულ ხალხურ ორნამენტში : ადამიანის სახის გამოსახულებანი ქართულ დეკორატიულ და საწესო მხატვრობაში (Author) // ძეგლის მეგობარი, N42. - თბილისი, 1976. - გვ.5-9
- ქართული საახალწლო ჩიჩილაკი (Author) // ძეგლის მეგობარი, N36. - თბილისი, 1974
- ქართული ხალხური ორნამენტის სემანტიკის ზოგიერთი საკითხისათვის (Author) // საბჭოთა ხელოვნება, N12. - თბილისი, 1966. - გვ.49-54
- მთა-თუშეთის ციხე-ნაგებობათა ორნამენტები (Author) // ძეგლის მეგობარი, N7. - თბილისი, 1966. - გვ.24-27
- "წერა" ცნების გაგებისათვის (Author) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ.16-17 . - თბილისი, 1972. - გვ.280-287
|