შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ხოდაშნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს. წერდა საბავშვო ლექსებს, ნარკვევებს; გამოცემული აქვს თოთხმეტი წიგნი; შეადგინა და გამოსცა ლოტო "ვეფხისტყაოსანი", "გონებანი გონიერისა" და სხვ. შოთა ხოდაშნელის საბავშვო კრებული ენის გასატეხი ქართულ ანბანზე: "უკვდავია ჩვენი სიტყვა", ქართველი ლოგოპედების სახელმძღვანელოა. მის მიერ შეგროვებული მასალები შევიდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების თექვსმეტტომეულში. 1979 წელს შექმნა "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეთა კლუბი, იყო მისი თავმჯდომარე; აწყობდა გადაცემებს საქართველოს ტელევიზიით, მრავალი წელი თანამშრომლობდა საქართველოს რადიოსთან. შოთა ხოდაშნელის თაოსნობით დაარსდა სახალხო დღესასწაულები - "შოთაობა" იყალთოში და "ალექსანდრეობა" წინანდალში; არის იყალთოსა და წინანდლის საპატიო მოქალაქე. მისი ინიციატივით სოფელ ზემო ხოდაშენში აღადგინეს დანგრეული, XVIII საუკუნის ციხე-მარანი; აშენდა კლუბი, საჭიდაო დარბაზი. მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები. შოთა ხოდაშნელი, საქართველოში ერთ-ერთი უხუცესი იყო, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა, 1983 წელს ქართველმა პოეტმა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი დაიკავა. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.672; palitravideo.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.399 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |