The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო დუმბაძე

სერგო დუმბაძე
Date of birth:20 April, 1937  (88 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაკო, ხულოს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს.

მუშაობდა პედაგოგად ხულოს რაიონის სოფელ თხილვანის არასრულ საშულო სკოლაში; 1970 წელს პედაგოგიურ ინსტიტუტში იწყებს მუშაობას კათედრის ლაბორანტად, შემდეგ იყო უფროსი მასწავლებელი, კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი. მის კალამს ეკუთვნის წიგნი "სელიმ ხიმშიაშვილის სტრატეგიული მიზანი და მისი განხორციელების გზები". მეცნიერმა განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმო მეორე მსოფლიო ომში აჭარიდან წარგზავნილთა გმირობის გაშუქებას "აჭარა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში". ნაშრომი "წარუშლელი ფურცელი", ეძღვნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლს მეორე მსოფლიო ომის წლებში; 2007 წელს გამოცსა მონოგრაფია "ისინი იბრძოდნენ ავღანეთში" - ავღანეთში მებრძოლი ქართველების შესახებ, ხოლო 2004 წელს საქართველოში პირველად გამოაქვეყნა მონოგრაფია "კავშირგაბმულობა და ფოსტა აჭარაში", რომელშიც ამ დარგის ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა ღვაწლი წარმოაჩინა; ავტორია პუბლიცისტური წერილებისა: "სოფელი ბაკო" - ისტორიულ-ეთნოგრაფიული დახასიათება, "სელიმ ხიმშიაშვილი - საქართველოს ერთიანობისათვის წამებული რაინდი", "იტალიელი მეცნიერი აჭარის შესახებ", "დედაენის როლი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში", "აბუსერისძე ტბელის თხზულების ზოგიერთი გეოგრაფიული სახელის შესახებ", ეტიმოლოგიურად ახსნილია "ხიხა", "ხიხათა", "ხიხანი", "შუარტყალა", "ხიხაძირი", "ქოჩახი", "ერდო" და სხვ. მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მედალი და საპატიო სიგელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მეორე მსოფლიო ომისა და ომის შემდგომ პერიოდში: 40-50-აინი წლები", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.410; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

Awards and Honors

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი

Bibliography


Share: