Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
მიტროფანე კუჭავა
Date of birth: | 6 June, 1906 |
Date of death: | 6 November, 1999 (at 93 years) |
Category: | Public official, Politician |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი გურიფული, ხობის რაიონი.
დაიბადა გლეხის ოჯახში; 8 კლასი დაამთავრა ხობში; შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისში, სადაც სკოლის დირექტორი და ლოგიკა-ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო პროფესორი შალვა ნუცუბიძე; სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1948-1951წწ. წლებში სწავლობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში. 1930-1941 წლებში მუშაობდა თბილისის სტალინის სახელობის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1941-1947წწ. გაგრის რაიკომის მდივნად; 1951-1953წწ. ზუგდიდის რაიკომის მდივნად; 1953-1976წწ. საქართველოს პროფსაბჭოს თავმჯდომარედ; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; საგარეო საქმეთა მინისტრად; სოფლის მეურნეობის მინისტრად; პარტიული სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, ერთსა და იმავე დროს საქართველოს კპ ცკ მდივნად და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ; საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ; 1953-1970წწ. იყო საქართველოს კპ ცკ ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ-ს II-III და აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1953 წლის დეკემბერში იყო ბერიას წინააღმდეგ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს სპეციალურის სასამართლო პროცესის წევრი; საქართველოს საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.
წყარო: ლევან ღვინჯილიას ბლოგი: gnostikosi.blogspot.com
Member of Organizations
- საკავშირო კპ(ბ), წევრი (1937-)
Awards and Honors
- მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
- მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
- მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
- საპატიო ნიშნის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი (4 ორდენი)
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- ლენინის ორდენი
Bibliography
|