The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ვახტანგიშვილი

თეიმურაზ ვახტანგიშვილი
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1941
გარდაცვ. თარიღი:16 აგვისტო, 2022  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის სპეციალობა 1966 წელს. 

1966-1969წწ. - ახმეტის რაიონის, სოფ. ჯოყოლოს 8-წლიანი სკოლის, დუმასტურის საშუალო სკოლის და თელავის რაიონის კისისხევის სოფლის ახალგაზრდობის, საღამოს საშუალო სკოლის უცხო ენის (ინგლისური) და ისტორიის მასწავლებელი; 1969-1972წწ. - თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის კათედრის ლაბორანტი; 1972-1986წწ. - უფროსი მასწავლებელი;2005-2006წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2002 წლიდან - პროფესორი; 1993-2005 და 2006-2009წწ. - თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე; 2009-2012წწ. - მეცნიერ-თანამშრომელი; 2012 წლიდან - სამეცნიერო-კვლევითი პროექტის "ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში 1921- 1950 წლებში", ძირითადი პერსონალი-შემსრულებელი; 2012-2014წწ. - მოწვული სპეციალისტი; 2014 წლიდან – უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კაპიტალისტური მრეწველობის ფაბრიკულ (მანქანურ) სტადიაზე გადასვლა საქართველოში", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.412; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tesau.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: