The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დალი კანდელაკი

დალი კანდელაკი
Date of birth:21 November, 1966  (58 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1988 წელს; ასპირანტურა - 1991 წელს.

1992-2001წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტის რუსეთის ისტორიის კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი; 2001-2002წწ. - ისტორიის ფაკულტეტის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის კვლევის ლაბორატორია, მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2003წწ. - ისტორიის ფაკულტეტის რუსეთის ისტორიის კათედრა, დოცენტი; 2003-2006წწ. - ამავე კათედრის პროფესორი; 2007-2008წწ. - ბაკალავრიატის განყოფილება, განყოფილების უფროსი; 2008-2009წწ. - სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება, განყოფილების უფროსი; 2009 წელს - შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პრორექტორი; 2009-2010წწ. - სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, განათლების აღიარების სამსახური, უფროსი სპეციალისტი; 2010 წელს - კონსულტანტი; 2009-2010წწ. - შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიოლოგიის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი, ცენტრის უფროსი; 2006-2013წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2013 წლიდან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთის ისტორიის კათედრა, კათედრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2003).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხები გერმანულ წყაროებში (XVIII საუკუნის II ნახევარი - XIX საუკუნის I ნახევარი)", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.415; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge

Bibliography


Share: