ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
თამარ შაიშმელაშვილი
დაბადების თარიღი: | 15 მარტი, 1966 (59 წლის) |
კატეგორია: | მეცნიერი, პოეტი, ჟურნალისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1989 წელს.
მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთებში: "თბილისი" და "საქართველოს რესპუბლიკა"; გადაცემის ავტორად - ტელეკომპანია "იბერიაში"; 2013 წელს დააარსა ლიტერატურული ჟურნალი "ანეული" (ყოფილი "ხელეური" (2009 -2012); რევაზ ინანიშვილის სახელობის "ერთი მოთხრობის" კონკურსის დამაარსებელი (2010); 2019 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; არის ასისტენტ-პროფესორი; 1985 წლიდან მისი ლექსები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, ლექსები თარგმნილია რამდენიმე ენაზე; შეტანილია სხვადასხვა ტიპის პოეზიის ანთოლოგიებსა და კრებულებში საქართველოსა და უცხოეთში; გამოქვეყნებული აქვს: ასობით პუბლიცისტური სტატია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთსა თუ ინტერნეტპორტალზე; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა თუ სიმპოზიუმში. მირებული აქვს 2010 - დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის პრიზი (2010), "შოთაობის" პოეზიის კონკურსის პრემია (2015), 2017 - ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი "წმინდა ნინოს ჯვარი" პრემია (2017, ორჯერ), ლევან გოთუას სახელობის ღირსების სიგელი (2018), დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსი პოეზიაში - "ძლევაი საკვირველის" - ოქროს მედალი (2021), ჟურნალისტიკაში გამორჩეული მოღვაწეობისა და სამეცნიერო კვლევაში შეტანილი წვლილისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში "საზოგადოებრივი გამოცდილების" სტატუსით - საქართველოს ქალთა საბჭოს მადლიერების სიგელი (2021). ფილოლოგიის დოქტორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლევან გოთუას პუბლიცისტური და ეპისტოლარული მემკვიდრეობა", დაიცვა 2019 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ააიპ კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება "ანეული" , გამგეობის თავმჯდომარერე (2013-)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2010-)
- საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1991-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2019 - გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია
- 2016 - ანა კალანდაძის სახელობის პრემია
- 2013 - სერგეი მესხის სახელობის პრემია
- 1999 - ღირსების მედალი
ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, აქტუალური ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიკაციურ დონეზე წარმოჩენაში, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
ბიბლიოგრაფია
- მზე... ამოსევდილი - ლევან გოთუა : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, საარი, 2021. - 234გვ.. - ISBN: 9789941477911
- სულალუბლები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ქართული წიგნი, 2013. - 144გვ.. - ISBN: 9789941932519
- ჩამოთოვლილი ზარები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, იულონ ტოლიაშვილი, 2007. - 104გვ.. - ISBN: 9789994008919
- სიჩუმე მზეში : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ოპიზა, 2003. - 82გვ.
- ობოლი ვარსკვლავები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2001. - 96გვ.. - ISBN: 999288665X
- სიზმარში ცხადი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 1997. - 48გვ.
- მე ჩემს მიწას ვიცავდი : ნარკვევი ანდრო ოქროპირიძეზე (ავტორი). - თბილისი, მედეა, 1996. - 32გვ.
|