შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ცისკარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი. დიმიტრი თუში, ფოცხვეროვი, სინამდვილეში გვარად ცისკარიშვილი იყო. იგი შედიოდა იმ ამალაში, რომელიც დარეჯან დედოფალს ახლდა რუსეთში გადასახლებისას. დიმიტრი ცისკარიშვილს ჰქონდა "გუბერნსკი სეკრეტერის" ჩინი, მის შესახებ რტიშჩევი შინაგან საქმეთა მინისტრს 1815 წლის 30 აპრილს წერდა: "რაც შეეხება გუბერნსკი სეკრეტარის ცისკაროვის დაჯილდოვებას, რომელმაც თავი გამოიჩინა ერთგული სამსახურით კახეთის ამბოხების დროს, მისი ღვაწლის დასაფასებლად, ვფიქრობ, რომ იგი უნდა დაჯილდოვდეს მე-4 ხარისხის ვლადიმერის ორდენით, რაც გამოდგება ნუგეშის საცემელად მისი მოხუცებული მამისათვის, რომელიც აგრეთვე გამოირჩეოდა თუშებში იმპერატორის ტახტისადმი ერთგულებით". ნიკოლოზ ჩუბინოვი 1800 წლის 4 ივნისს საქართველოს ეგზარქოსს თეოფილაქტეს წერდა: "მდივანი ცისკაროვი, რომელიც სამეგრელოს დედოფლის ამალაშია, ცნობილია როგორც საუკეთესო კალიგრაფი და ქართული დამწერლობის ხელოვანად დაუფლებული. ის ცოტა ხნის წინათ თბილისში იყო და სიამოვნებით დათანხმდა ჩემს წინადადებას, გადაწეროს ათონის მთაზე დაცული ქართული ბიბლია". მარი ბროსეს ცნობით, "დიმიტრი ცისკაროვი, იოანეს ვაჟი, გუბერნიის სეკრეტარი და ორდენებით დაჯილდოებული, გარდაიცვალა 62 წლისა, 10 აგვისტოს 1841 წელს... დასაფლავებულია ზემო ალვანში - სამების ეკლესიაში". წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.663
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |