Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ლანჩავა![]()
Biographyდაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1976-1986წწ. - ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე; 1984-1990წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 1990 წლიდან - საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელი; 1990-1996წწ. - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და კულტურის ისტორიის კათედრის გამგე; 1996-2001წწ. - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო მუშობის დარგში; 2001-2005წწ. - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში; 2005 წლიდან - აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და სიძველეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შემდეგ, არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2006 წლიდან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლოსამეცნიერო პროცესების კოორდინატორი; 2007-2008წწ. - საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევებისა და კოლექციების უფროსი ზედამხედველი იმერეთის რეგიონში; 2008 წლიდან - ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორი; 2016 წლიდან - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ექსპერტი. 2014 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობები, სრული პროფესორი. მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში (1966-1980წწ. - ვანის, 1974-1982წწ. - ვარციხის, 1980-1981წწ. - კოლხეთის, 1984 წლიდან ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქუთაისი წინაფეოდალურ ხანაში (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა)", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქუთაისის ეგრის-ლაზიკის ციხე-ქალაქთა სისტემაში (IV-XXსს)", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.419; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |