Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მალაზონია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი 1995 წელს; ასპირანტურა - 1998 წელს. 1993-2006წწ. - თბილისის 123-ე საჯარო სკოლა, ისტორიის მასწავლებელი; 2000-2002წწ. - სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი, დოცენტი; 2003-2005წწ. - ამავე ფაკულტეტის პროფესორი; 2005-2006წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, რექტორი; 2006-2007წწ.- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ფაკულტეტი, დეკანი; 2006 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, პროფესორი; 2011 წლიდან - სკოლა "ერუდიტი", ისტორიის მასწავლებელი; 2015 წლიდან - "განათლების თანამედროვე აკადემია", ისტორიის წამყვანი მასწავლებელი. 1997 წლიდან - უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი; 2003-2004წწ. - მსოფლიო ბანკის განათლების ექსპერტი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო); 2008-2010წწ. - საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივი სტანდარტის ჯგუფის ექსპერტი (მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო); 2015 წლიდან - წამყვანი მასწავლებლის კვალიფიკაცია. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ილია ჭავჭავაძის ისტორიული შეხედულებები", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ისტორიოგრაფიული აზროვნება XIX საუკუნის მეორე ნახევარში : თერგდალეულთა ისტორიული შეხედულებები", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.421; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |