The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ყარანგოზიშვილი

Legal name:ნინო აბაზაძე
Date of birth:1855
Date of death:1885  (at 30 years)
Burial location:სოფელი ურთხვა, აბაზაძეების საგვარეულო სასაფლაო, ხაშურის რაიონი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: დაბა სურამი, (ზინდისის უბანი).

დაიბადა სურამელი აზნაურების ლევან აბაზაძის და მაგდანა ყიფიანის ოჯაში. სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. 1874 წელს ცოლად გაჰყვა დუშეთის აზნაურთა წარჩინებული გვარის წარმომადგენელს, გიგო ყარანგოზიშვილის, მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, ერთადერთი ვაჟი ნაადრევად გარდაეცვალა; ნინო მეუღლეს გაშორდა და საცხოვრებლად მშობლიურ ზინდისს დაუბრუნდა. ნინო ყარანგოზიშვილი მეცხრამეტე საუკუნის პოეტ ქალთა სიაში მოიხსენიება; 1889 წლის გაზეთ "ივერიაში" დაბეჭდილი პეტრე უმიკაშვილის წერილი გვამცნობს: "ნინომ ყარანგოზიშვილის მეუღლემ, აბაზაძის ასულმა, გამოსცა ლექსების კრებული 1880 წელს" (1889 წელი გაზეთი "ივერია", №63). ნინო ყარანგოზიშვილს ეკუთვნის ლექსები: "ზინდისის ჭადრებს", "ორი ჭადარი", "ზინდისის წყარო", "ბულბული და ვარდი", "ყვავი", "ფარვანა და სანთელი" და სხვ.

წყარო: ქართველ ქალთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში : (მელანია მამაცაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი, დომენიკა ერისთავი, ნინო ყარანგოზიშვილი) / ნესტან ღამბაშიძე.-თბ., 2021.-გვ.160 (dl.sangu.edu.ge გვ.157-165)


Share: