The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მისოკოდი ადამია

მისოკოდი ადამია
Legal name:მიხეილ ადამია
Date of birth:1923
Date of death:1993  (at 70 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ეკი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის დაუსწრებელი საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკისა და დაგეგმარების სპეციალობით.

1951-1958წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში მშენებელ ოსტატად, ნორმადარად, სამუშაო მწარმოებლად; 1958-1959წწ.  №10076 სამხედრო ნაწილში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1964წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სამშენებლო სამმართველო "ბიჭვინთმშენის" მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განყოფილების უფროსად; 1965-1968წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის სისტემაში მომარაგების განყოფილების უფროსად, სამრეწველო საწარმოთა კომბინატის საამქროს უფროსად; 1969-1971წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოს უფროსად; 1971-1977წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №16 სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; 1977-1983წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბზიფის ექსპერიმენტალური სახლმშენებელი კომბინატის (ყოფილი №16 სამშენებლო ტრესტი "კურორტმშენი") საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; 1983-1989წწ. გადაყვანილ იქნა საბჭოთა კავშირის მშენებლობის სამინისტროს ქ. ულიანოვსკის სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველო "ოტდელსპეცსტროი"- ს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1989 წლიდან გადავიდა დამსახურებულ პენსიაზე; სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში, დიდი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ქ. გაგრის რეგიონში, კულტურულ-საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებისა და მსხვილი საკურორტო კომპლექსების მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით სტაბილური უზრუნველყოფის საქმეში, ასევე "იის-04" სერიის უნიფიცირებული, მაღლივი, კარკასული, ანაკრები რკინაბეტონის ნაკეთობების წარმოების ქარხნული ტექნოლოგიის ათვისების საქმეში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია = Encyclopedia of georgian architects and builders = Энциклопедия архитекторов и строителей Грузии. წიგნი 2-თბ., 2021. -გვ.37-38


Share: