შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა აფრასიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აჯარა, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1955 წელს. 1955-1956წწ. იყო ოჩამჩირის რაიონის მოქვის საექიმო უბნის გამგე; 1956-1964წწ. გულიფშის რაიონის სოფელ აჯარის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ქირურგი; 1964-1972წწ. ქ. თბილისის მე-10 პოლიკლინიკის ქირურგი; 1972-1980 წწ. ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების მორიგე ქირურგი; 1980 წლიდან - ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგად-ქირურგიული კლინიკის ექიმი-ქირურგი. ასევე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |