Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როსტომ ალავიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საკავშირო ინსტიტუტ "ორგენერგომშენის" თბილისის ფილიალში, სამუშაოთა წარმოების პროექტების განყოფილების ინჟინრად; 1973-1975წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, ოფიცრად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საკავშირო ინსტიტუტ "ორგენერგომშენის" თბილისის ფილიალში, სამუშაოთა წარმოების პროექტების განყოფილებაში უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ სპეციალისტად; 1978-1981წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1981 წლიდან საქართველოს კომპარტიის სამდივნოს დადგენილებით გადაყვანილ იქნა ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის ინსტრუქტორად; 1987 წლის იანვრიდან, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილებით გადაყვანილ იქნა ამავე განყოფილების გამგის მოადგილედ; 1988 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიგროპროექტის" დირექტორის მოადგილედ; 1993 წლიდან გადაყვანილ იქნა სპეცგაერთიანება "საქფეთქმრეწვი"-ს დირექტორის მოადგილედ; 1996 წლიდან მუშაობდა ს.ს. "საქქალაქმშენსახპროექტში" ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1999 წლიდან, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი, მუშაობდა შპს "ალიონი 99"-ში ვიცე-პრეზიდენტად, სამშენებლო სამუშაოთა წარმოების საკითხებში; 2012 წლიდან მუშაობს ს.ს. "საქფეთქმრეწვში", ჯერ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მენეჯერად, ხოლო შემდეგ არჩეულ იქნა ს.ს. "საქფეთქმრეწვის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად; 2017 წელს "საქართველოს საამფეთქებლო საქმიანობის ასოციაციის" დაფუძნების შემდეგ, არჩეულ იქნა ასოციაციის პრეზიდენტად; ხანგრძლივი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.40-41
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |