The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ამაშუკელი

ნოდარ ამაშუკელი
Date of birth:7 July, 1957  (67 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1982 წელს.

1982-1983წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "კურორტპროექტის" საქართველოს ფილიალში არქიტექტორად; 1983-1990წწ. მუშაობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრიში არქიტექტორად; 1987-1991წწ. შეთავსებით მუშაობდა ზ. წერეთლის შემოქმედებითი სახელოსნოს არქიტექტორად; 1991 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტის პედაგოგად; 1996 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება, არქიტექტურის სპეციალობით; 1995-1997წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს კრწანისის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მთავარი არქიტექტორი; 1997 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის გამგედ; 2003 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება; 2018 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანად; საქართველოს კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულების უმაღლესი გნათლების დარგობრივი საბჭოს წევრია; 2012 წელს იყო ვენეციის მე-13 არქიტექტურის ბიენალეს კურატორი; 2014 წლიდან არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორია; მისი მონაწილეობით დაპროექტებულ იქნა და აშენდა შემდეგი ობიექტები: სასტუმრო "ქარიშხალა" დაბა ბაკურიანში, პიონერთა ბანაკი დაბა ქვიშხეთში, არქეოლოგიური მუზეუმი ქ. ვანში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო ბაზის პროექტი დაბა მისაქციელში, ნ. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია ქ. ფოთში, დ. ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია დაბა ქვიშხეთში, თოჯინების თეატრი ქ. თბილისში; 2002 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გამოცხადებული აქვს მადლობა; ავტორია მრავალი სტატიისა და პუბლიკაციის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.44-45

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, განათლების კომისიის წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (2003-)
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი (1988-)

Awards and Honors

  • ღირსების მედალი
    მრავალწლიანი პრაქტიკული პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობისა და დამსახურებისათვის

Bibliography


Share: