შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრიდონ არაბული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოჯიკეთი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბოაირმომარაგება ვენტილაციის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1978წწ. მუშაობს სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" სისტემაში, სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ №332 და №349-ში, მშენებელ ოსტატად სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსისა და სამმართველოს მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალზე მეორე ლიანდაგების მშენებლობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მაგისტრალის სრული ელექტროფიკაციის სამუშაოები; 1979-1987წწ. ხელმძღვანელობდა "მარაბდა-ახალქალაქის" საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალის ერთ-ერთი უბნის მშენებლობას; 1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სპეციალიზებული მოძრავ მექანიზებული კოლონის უფროსის თანამდებობაზე; აღნიშნული კოლონის მიერ აშენებულ იქნა საცხოვრებელი კომპლექსი, სტიქიით დაზარალებული სვანეთისა და საჩხერის რაიონების მოსახლეობისათვის, თეთრიწყაროს რაიონის სოფ. საქადაგიანოში; 1993 წლიდან ზემოაღნიშნული მოძრავი მექანიზებული კოლონა გადაკეთდა ს.ს. "კლდეკარ"-ად, რომლის გენერალურ დირექტორად მუშაობდა აღნიშნული პერიოდიდან და ეწეოდა სხვადასხვა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს ჯილდოები და საპატიო სიგელები, მათ შორის საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელი "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.46 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |