The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან პაპაშვილი

მურმან პაპაშვილი
Date of birth:4 September, 1955  (69 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიის ფაკულტეტი 1977 წელს.

1984-2004წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი, მეცნიერ- თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2005წწ. - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 1998-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე; 2005-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის დირექტორი; 2004-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2006-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2003- 2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2013 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2013 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ევროინტეგრაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2003 წლიდან - ჟურნალ "საისტორიო ვერტიკალების" რედაქტორის მოადგილე; 2011 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერიოდული კრებულის - "ევროპული კვლევები" სარედაქციო კოლეგიის წევრი. 97 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 84 სამეცნიერო სტატია, 3 მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო, 5 სახელმძღვანელოს თანაავტორი, 1 თარგმანი, 3 თარგმანის თანაავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველო - ვატიკანის ურთიერთობა XVII-XVIII საუკუნეებში", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.430; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2004-)

Bibliography


Share: