The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ასამბაძე

ვახტანგ ასამბაძე
Date of birth:28 March, 1954  (71 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ქედა.

დაამთავრა დაუსწრებლად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროში ინჟინერ-დამპროექტებლად, წამყვან ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1977 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს № 5 სამშენებლო ტრესტის № 45 მოძრავ მექანიზებულ კოლონაში მშენებელ ოსტატად; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქ. ბათუმის სახლმშენებელ კომბინატში - სამუშაოთა მწარმოებლად; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების მშენებლობის განყოფილების უფროსად; იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე საწარმოების გაერთიანებული დირექციის მთავარი ინჟინერი; მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს ბათუმის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; შპს "ორბი ჯგუფში" და შპს "მეგა სითი"-ში სამუშაოთა მწარმოებლად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აშენდა მრავალი სამრეწველო, სამოქალაქო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი; კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტები; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.50


Share: