Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და საქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ინჟინრად; წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო გაერთიანების უფროსად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა, აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რიგ საკურორტო დანიშნულების ობიექტებს, მათ შორის: დასასვენებელ სახლებს "ლიკანს" და "მთის ხეობას" ქ. ბორჯომში, საკონცერტო დარბაზებს ქ. წყალტუბოსა და დ. ლიკანში, სანატორიუმ "უწერასა" და დასასვენებელ სახლ "ჯავას", №2, №5 და №6 აბაზანებს ქ. წყალტუბოში და სანატორიუმ "ახტალას" დაბა ახტალაში; განხორციელდა კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს არქიტექტორული ფორმებისა და მხატვრული გაფორმების კომბინატის მშენებლობა; არის 2 გამოგონებისა და სამეცნიერო შრომების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.51 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |