შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და საქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ინჟინრად; წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო გაერთიანების უფროსად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა, აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რიგ საკურორტო დანიშნულების ობიექტებს, მათ შორის: დასასვენებელ სახლებს "ლიკანს" და "მთის ხეობას" ქ. ბორჯომში, საკონცერტო დარბაზებს ქ. წყალტუბოსა და დ. ლიკანში, სანატორიუმ "უწერასა" და დასასვენებელ სახლ "ჯავას", №2, №5 და №6 აბაზანებს ქ. წყალტუბოში და სანატორიუმ "ახტალას" დაბა ახტალაში; განხორციელდა კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს არქიტექტორული ფორმებისა და მხატვრული გაფორმების კომბინატის მშენებლობა; არის 2 გამოგონებისა და სამეცნიერო შრომების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.51 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |